სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა 02.04.2026 15:34

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში დარჩენილი ძაღლები საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდებიან ზუგდიდში.

მათივე ცნობით, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გარემოში დააბრუნეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ