03.04.2026 00:21
ვერძი
დღეიდან თქვენი პირადი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება. საყოფაცხოვრებო პრობლემებმა შეიძლება გეგმები ჩაგიშალოთ, ამიტომ ეცადეთ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.
ნუ მიიქცევთ ხელმძღვანელობის ყურადღებას, თორემ შეიძლება დამატებითი დავალებები მიიღოთ. არაკეთილსინდისიერი კოლეგები ეცდებიან, რომ თავიანთი შეცდომები თქვენ გადმოგაბრალონ. ფულადი შემოსავლები მოსალოდნელია, თუმცა მათზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ.
კურო
ძალიან მალე თქვენს დიდ სიყვარულს შეხვდებით. ეს იქნება სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც მეგობარი ან ნათესავი გაგაცნობთ. სამსახურში თქვენი თავდაჯერებული მოქმედება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული გეგონათ. წარმატებული სამუშაო ტურის შემდეგ, კარიერაში ნებისმიერი მიზნის მიღწევას შეძლებთ.
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - განსაკუთრებით, ფულის ვალად აღებას მოერიდეთ და ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ რესურსებს დაეყრდნოთ.
თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის წყლის პროცედურები სასარგებლოა.
ტყუპები
თუ მარტო ხართ, ყურადღება მიაქციეთ კოლეგას, რომელიც დიდი ხანია ცდილობს თავი მოგაწონოთ. სავარაუდოდ, ის თქვენ მიმართ გულგრილი არ არის.
ამ დღეს ბევრი ურთიერთობა მოგიწევთ - როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო ადამიანებთან. ეცადეთ გაღიზიანება დამალოთ, თუნდაც თანამოსაუბრე უხეში და აგრესიული იყოს. ერთბაშად ნუ დახარჯავთ ფულს, რომელიც ბოლოდროინდელი დაძაბული შრომით გამოიმუშავეთ. და ასევე, თავში ნუ გაივლებთ ფულის მოპოვებას მოტყუებით ან უკანონო გზით! თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ამ დღეს თავს მშვენივრად იგრძნობთ.
კირჩხიბი
დროა, თქვენს მეორე ნახევარს გულწრფელად ესაუბროთ და ყველა გაურკვევლობას წერტილი დაუსვათ. შესაძლოა, ამის შემდეგ თქვენი ურთიერთობა უფრო მშვიდი და სასიამოვნო გახდეს. დაძლიეთ სიზარმაცე და ყოველდღიურ ვალდებულებებს ნუ უგულებელყოფთ, თორემ შეიძლება ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიმსახუროთ.
მიზანდასახულ და ენერგიულ კირჩხიბებს დღეს შეუძლიათ ახალი საქმე წამოიწყონ. გირჩევთ, ბედნიერება ფულში არ ეძებოთ, განსაკუთრებით - თუ ის თქვენს ხელში ადვილად არ მოდის. იზრუნეთ საკუთარ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე და ჩაიტარეთ გამოკვლევა იმ მიმართულებით, სადაც ადრე სირთულეები გქონდათ.
ლომი
ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ ოჯახთან ერთად, სტუმრად წასვლას გეგმავთ, ეცადეთ, მეუღლეს ყურადღება არ მოაკლოთ. ამ დღეს შეგიძლიათ სხვის რჩევებს არ უსმინოთ, რადგან ვარსკვლავები სწორ გზას დაგანახვებენ.
მოსალოდნელია გავლენიანი პირების მხარდაჭერა. სამსახურში შესრულებული სამუშაოს ხარისხი თქვენს პროფესიულ პოზიციებს გაამყარებს. პიროვნული ხიბლი და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ეს ძალების აღდგენასა და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
პლანეტა ვენერას მფარველობა საოცნებო სიყვარულს გპირდებათ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ გარშემომყოფები თქვენი მჭერმეტყველებით მოაჯადოვოთ! გირჩევთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. დღის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ. რატომაც არა, თუ ოჯახის ბიუჯეტს არ დააზარალებს?
ბოლო დროს გამუდმებით სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავება გიწევთ? ეცადეთ ეს სასჯელად კი არა, ცხოვრებისეულ გამოცდად აღიქვათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერ პრობლემაში შემდგომი ზრდის შესაძლებლობა იმალება. ამ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას იქიდან მიიღებთ, საიდანაც არ ელოდით! ეს საშუალებას მოგცემთ, დასახული გეგმები განახორციელოთ და თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.
დღეს შესაძლოა სევდამ შემოგიტიოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.
სასწორი
ვენერა მე-5 სახლში (ინტუიციისა და წინასწარმეტყველების სექტორი) გადადის, რაც ნიშნავს, რომ ახლა ინტუიციას უნდა ენდოთ. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, თორემ ოჯახის წევრების რისხვას ვერ ასცდებით. მოერიდეთ სხვა ადამიანების კონფლიქტში ჩარევას, ემოციები მოთოკეთ და გონივრული კომპრომისი ეძებეთ.
ამინდის ცვალებადობაზე დამოკიდებულმა ადამიანებმა შესაძლოა სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა ან სახსრებში ტკივილი იგრძნონ. ამ დღეს შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა და ნერვიულობას მოერიდეთ.
მორიელი
ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით, სხვებისგან არაფრით გამოირჩევა, უაღრესად საინტერესო და მომხიბვლელი აღმოჩნდება და თქვენს ყურადღებას მიიქცევს. თქვენი ოჯახისთვის სიმყუდროვისა და კომფორტის წყარო გახდებით და ნათესავების იმედებს გაამართლებთ.
მშვენიერი დღეა ხელმძღვანელობასთან დაახლოებისთვის. ეცადეთ უფროსობა თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ და ნუ მოგერიდებათ იმის თქმა, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, საქმიან მივლინებებში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მოგიწევთ, რაც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას! სტრესმა და სკანდალებმა შესაძლოა გამოგფიტოთ და ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ.
მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წამი განსაკუთრებული გახდება. ხელიდან არ გაუშვათ რომანტიკული მოგონებების შექმნის შესაძლებლობა.
ვარსკვლავები სხვადასხვა წამოწყებისთვის ხელსაყრელ პერიოდს გპირდებიან. თქვენი ქმედებები მომავალზე ორიენტირებული უნდა იყოს — ეცადეთ, დაგეგმილ სამუშაოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოთ. დროა, თქვენი სამომავლო ფინანსური მიზნები განსაზღვროთ, რათა ყურადღება მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ და ზედმეტი ხარჯები თავიდან აირიდოთ.
საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ძველი გაუგებრობის გარკვევაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანა მატერიალური საკითხების დროულად მოგვარებაა. ისარგებლეთ შანსით — ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის მისაღებად შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობენ. პარტნიორთან კამათი ან შეხლა-შემოხლა შესაძლოა ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ვარსკვლავების რჩევით, მისი გაფართოების დროა. ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დახარჯეთ და ახლა დამსახურებული შედეგის მიღების დროა.
დღის მეორე ნახევრის ყველა პრობლემა ბავშვებსა და პირად ურთიერთობებს უკავშირდება. გირჩევთ, პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, თბილი აბაზანა მიიღოთ და კარგად გამოიძინოთ.
მერწყული
მარტოხელა მერწყულს მალე ბედი გაუღიმებს და ოცნების ადამიანს შეახვედრებს. ამ დღის ენერგია პირადი საზღვრებისა და ინტერესების დაცვაში დაგეხმარებათ.
ნუ დაელოდებით, რომ თქვენ ნაცვლად, გადაწყვეტილებას სხვა მიიღებს და დამოუკიდებლად იმოქმედეთ. ფინანსურ საკითხებში ახლა ყველაზე მეტად ინტუიციას უნდა ენდოთ — შინაგანი ხმა გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ მოგების მისაღებად.
მარსისა და მერკურის კონფლიქტის შედეგად, ამინდზე დამოკიდებულმა ადამიანებმა შესაძლოა სახსრების ტკივილი იგრძნონ —ეცადეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას თავი აარიდოთ.
თევზები
ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი მზრუნველობითა და გაგებით მოეპყროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უთანხმოება გელით. თუ მიმდინარე მოვლენები არ გაკმაყოფილებთ, დაფიქრდით, რისი შეცვლა შეგიძლიათ? იქნებ დროა, ზოგ ძველ ჩვევას დაემშვიდობოთ?
სამსახურში მოსაწყენი გარემოა, თუმცა ეს უკეთესიცაა — გადატვირთულ გრაფიკსა და სტრესს ჩვეული რუტინა სჯობია! ზოგადად სტაბილური დღეა, თუმცა არ არის გამორიცხული სისუსტე, მოთენთილობა და უგუნებობა. დღის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო იქნება — შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება აქტიურობისკენ გიბიძგებთ.
ავტორ(ებ)ი :