7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 06.04.2026 22:22

 

ვერძი

ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ წინ დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავალი გელით, თუმცა, ყურადღებით იყავით, რათა ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ. მაღაზიაში წასვლამდე სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები მოძებნეთ - ეს ფულის დაზოგვასა და კვების მენიუს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. საქმე, რომელშიც ახლა ძალისხმევას ჩადებთ, მომავალში აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს და წარმატებას მოგიტანთ.

უმჯობესია საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა სხვა დროისთვის გადადოთ - ამ დღის შენაძენი თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. ამ კვირაში სასუნთქი სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ გაციებას მოერიდეთ.

კურო

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში ძალიან გაუმართლებთ. ახლა მთავარია, ასობით ადამიანს შორის საკუთარი ბედი ამოიცნოთ. შეიძლება რომანტიკული ბუნების და მგრძნობიარობის გამო გარშემო მყოფების დაცინვის ობიექტად იქცეთ, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით!

ახალი პროექტის დაწყებამდე ინფორმაცია გულმოდგინედ გადაამოწმეთ. კარგი დღეა ახალი პროფესიის ათვისებისთვის. მოსალოდნელია ხელფასის მომატება ან კარიერული წინსვლა. არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, სწავლის ან ახალი საქმის წამოწყებისთვის. ახლობელმა ადამიანმა ან მეგობარმა შესაძლოა გული გატკინოთ. ყურადღება არ მოადუნოთ - ვარსკვლავები თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საფრთხეზეც მიგვანიშნებენ.

ტყუპები

დღეს თქვენი ვნება სულის სიღრმიდან მოდის, ამიტომ სიყვარულის გამოხატვა ნუ მოგერიდებათ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და სასიამოვნო მოგონებები შექმნათ. ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების საჭიროებების მიმართ, რომ თქვენი სახლი ბედნიერებისა და სიყვარულის ადგილად იქცეს.

პერსპექტიული დროა ადამიანებისთვის, რომლებიც გონებრივ შრომას ეწევიან. თუ ფიზიკურად მუშაობთ, გირჩევთ მომავალი საქმეებისთვის ძალები დაზოგოთ. ფინანსური მდგომარეობის მხრივ სასიამოვნო ცვლილებები გელით - ხშირად სირთულეების მიღმა ახალი შესაძლებლობები იმალება.

კირჩხიბი

ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. იქნებ დროა ურთიერთობის დაკანონებაზე იფიქროთ? ზოგი კირჩხიბის ოჯახში დიდი ხანია პრობლემები დაგროვდა, რომლებიც სასწრაფო მოგვარებას ითხოვს.

საშუალო ასაკის მამაკაცისგან საფრთხე გემუქრებათ. სავარაუდოდ, ის თქვენზე ნაწყენია და არცთუ ისე პატიოსანი გზებით შურისძიებას ცდილობს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნერვიულობა და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება. ეცადეთ, ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ. ბუნებაში დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს სასიამოვნო და უსიამოვნო ამბები ერთმანეთს ენაცვლება, წარმატება კი წარუმატებლობას. მოვლენების დაჩქარებას აზრი არ აქვს - ზოგჯერ გარემოებები ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არაა. ასტროლოგები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ, რადგან შეიძლება სადავო სიტუაცია შეიქმნას გაუთვალისწინებელი შედეგებით. ემოციები აკონტროლეთ - ცივი გონება თქვენი საუკეთესო მრჩეველი იქნება.

ამ დღეს დიპლომატიური უნარების გამოჩენა მოგიწევთ, რაც დაგეხმარებათ კონფლიქტი აიცილოთ ან არსებული კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. თქვენი შრომისუნარიანობა შესაძლოა გაორმაგდეს, რაც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, შესაძლოა, ამ დღეს თავი შეგახსენოთ. ეცადეთ ემოციურად და ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ.

ქალწული

მარტოხელა ქალწულებმა უნდა იფიქრონ, რა უშლით ხელს მეორე ნახევრის პოვნაში. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენს იმიჯში ან ჩვევებში რაღაც ისეთია, რაც თქვენს ბედს აფრთხობს. წარმატების გასაღები ურთიერთგაგებაა, თუმცა არსებული წინააღმდეგობის დასაძლევად გონივრული კომპრომისის პოვნა უნდა ისწავლოთ.

რისკი რომელსაც გეგმავთ, შესაძლოა გამართლებული აღმოჩნდეს. ენდეთ, საკუთარ თავსა და ინტუიციას და წარმატებაც არ დააყოვნებს. იფიქრეთ თქვენი გატაცების შემოსავლის წყაროდ ქცევაზე და ყველაზე უჩვეულო ვარიანტებზეც კი უარს ნუ იტყვით. დაპირებებს ნუ გასცემთ და ნუ შეიძენთ ნივთებს კრედიტით ან განვადებით.

დაძაბული სამუშაო განრიგი ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. უძილობამ, სტრესმა და კვების რეჟიმის დარღვევამ შესაძლოა ქრონიკულ დაღლილობამდე მიგიყვანოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა ამ კვირაში თქვენთვის მიუღწეველი მწვერვალები არ არსებობს. ნებისმიერ საქმეში პირველ ადგილზე ოჯახური ინტერესები დააყენეთ. საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრები დაიხმაროთ - მხიარული განწყობა ერთობლივ საქმიანობას განსაკუთრებით საინტერესოს გახდის.

ამ დღეს ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმუშავეთ და რაც მთავარია, ცუდზე ნუ იფიქრებთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ - ეს მთელი დღის მანძილზე მხნეობითა და ენერგიით აგავსებთ!

მორიელი

უახლოეს ხანებში საინტერესო ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნო დროსტარება გელით. უახლოეს დღეებში საკუთარ თავზე დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ - უმჯობესია, ჯერ დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. ოჯახში მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა. გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან აგრესიამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

თქვენი ძალები უსასრულო არ არის, ამიტომ ყველაფრის ერთდროულად კეთებას სჯობს, ყურადღება ერთ ამოცანაზე გაამახვილოთ. ზოგ მორიელს ფინანსური მოგება, საჩუქარი ან მაცდური შემოთავაზება ელის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, რადგან ჭარბმა ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ.

მშვილდოსანი

თქვენით დაინტერესდება ადამიანი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გაიცანით. დაოჯახებულებს მეუღლესთან უთანხმოება ელით. მიზეზი შეიძლება ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ან ნათესავებთან გაფუჭებული ურთიერთობა იყოს.

ამ დღეს საქმიან ქაღალდებთან მუშაობა შეიძლება გართულდეს. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ საქმეში ხელი შეგიშალონ ან თქვენს განწყობაში ემოციური არასტაბილურობა შემოიტანონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები და ემოციები ჯანმრთელობაზე აისახება, ამიტომ ეცადეთ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და წონასწორობის დასაცავად სტრესის მართვის მეთოდები გამოიყენოთ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობები ნელა, მაგრამ სტაბილურად განვითარდება. მზად იყავით ცვლილებებისთვის და ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერითა და სიყვარულით ყველა სირთულეს ადვილად გადალახავთ. სამსახურში ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდეთ და მხოლოდ გამოცდილი ხერხებით იმოქმედეთ.

შრომისმოყვარეობისა და მონდომების მიუხედავად, უამრავი წინააღმდეგობა გელით, მაგრამ კოლეგების დახმარებით სირთულეებს დაძლევთ. ფინანსური მდგომარეობის დროებითი გაუარესებაა მოსალოდნელი, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მანამდე კი ხარჯები მინიმუმამდე შეამცირეთ.

ალერგიული თხის რქები ეგზოტიკურ, სანელებლებით უხვად შეზავებულ კერძებს უნდა ერიდონ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დასვენების დრო აუცილებლად გამონახეთ.

მერწყული

ეცადეთ პარტნიორის თვალსაზრისი და უკმაყოფილების მიზეზი გაიგოთ. ფინანსების ნაკლებობა შესაძლოა ოჯახში უთანხმოების და საყვედურების მიზეზი გახდეს, ამიტომ პრობლემის მოგვარება ან სახლში დაძაბულ გარემოსთან შეგუება მოგიწევთ.

გირჩევთ, სამსახურში მიზანდასახულობა და საქმიანი ალღო გამოავლინოთ - ეს თქვენს ხელმძღვანელობაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ბუნებასთან კავშირი თქვენს შეგრძნებებსა და განწყობასა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

თევზები

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. თუ უფროსი მივლინებაში გაგიშვებთ, პირველ რიგში, ბილეთები იყიდეთ და სასტუმრო დაჯავშნეთ. ურთიერთობების გარკვევას მოერიდეთ - ამ დღეს უმნიშვნელო კამათიც კი შესაძლოა დიდ სკანდალში გადაიზარდოს. თავისუფალი დრო მეგობრულ ურთიერთობებსა და ახალ ნაცნობობას დაუთმეთ.

ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის გრძნობების გამოხატვა და ახლობლებთან გულახდილი საუბარი მნიშვნელოვანია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა გეგმური გამოკვლევები ჩაიტაროთ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ