8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 07.04.2026 23:10

 

ვერძი

ახალი რომანი ხანმოკლე იქნება და უსიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ - პარტნიორის არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ და ურთიერთბრალდებებმა შესაძლოა, დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ.

დღეს შეიძლება ახალი პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რასაც დიდხანს აჭიანურებდით. პლანეტების მფარველობით ყველაფერი ისე გამოგივათ, როგორც გეგმავდით. უძრავი ქონების შეძენა, შესაძლოა, მომგებიანი ინვესტიცია აღმოჩნდეს. კარგი იქნება, თუ თქვენი ბავშვობის შესახებ შვილებს უამბობთ და პირადი მაგალითით გაამხნევებთ. ცხოვრების მიმართ დადებითი დამოკიდებულება პრობლემების დაძლევაში და კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კურო

თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს დღეს შანსი ექნებათ, რომ მონათესავე სული გაიცნონ. უცნობ ადამიანთან ურთიერთობას თავს ნუ აარიდებთ - გაცნობისა და დაახლოების შემდეგ ის შესაძლოა, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს. ნათესავების ჩამოსვლა ან მეგობრების სტუმრობა მოულოდნელი იქნება, მაგრამ ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

ამ დღეს სატურნი ენერგეტიკულ ნაკადებს კეტავს, რის გამოც ინტელექტუალური მუშაობა განსაკუთრებით გაგიჭირდებათ -უმჯობესია რუტინულ სამუშაოზე გადაერთოთ. ინვესტიციებისთვის საუკეთესო დრო არ არის - ახლა დაბანდებული ფული სარგებელს არ მოგიტანთ. სჯობს, რესურსი თვითგანათლებასა და თვითგანვითარებაში ჩადოთ.

თქვენი ნიშნის ადამიანები იშვიათად ავადმყოფობენ, თუმცა რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას მაინც ნუ უგულებელყოფთ.

ტყუპები

პიროვნული თვისებები და ურთიერთობებისადმი რაციონალური მიდგომა იმ ადამიანის ყურადღების მიქცევასა და გულის მოგებაში დაგეხმარებათ, ვინც ძალიან მოგწონთ. გრძნობების გამხელის ნუ შეგეშინდებათ. მთავარია, საკუთარ განზრახვებში გულწრფელი და მართალი იყოთ. დღევანდელი დღე ოჯახში მეგობრული ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობს.

გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს, ამიტომ სჯობს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მარაგი გქონდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მღელვარებასა და შფოთვას მოერიდოთ, საღამოს კი საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოცვას - შესაძლოა, ვიღაც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. სიურპრიზებით მდიდარი დღეა - სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ და დადებითი შთაბეჭდილებებით დაიმუხტებით. ამ დღეს ზედმეტი გულახდილობა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. გაუფრთხილდით თქვენს საიდუმლოს, თორემ საოფისე ჭორების ობიექტი გახდებით.

გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ გამჭრიახობასა და დაგროვილ გამოცდილებას ენდეთ. ეს დღე წარმატებული იქნება, თუ გეგმებს წინასწარ მოიფიქრებთ. ეს დღე ხელსაყრელია საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. ორგანიზმის იმუნური შესაძლებლობები იზრდება, ამიტომ ვირუსები ვერაფერს დაგაკლებთ.

ლომი

თუ პარტნიორის მიმართ კითხვები გაჩნდა, თავს ეჭვებით ნუ დაიტანჯავთ. სიტუაციის გარკვევაში გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ. პროფესიულმა საქმიანობამ შეიძლება დროებით მეორე ადგილზე გადაინაცვლოს - მას ახლა საფრთხე არ ემუქრება.

თუ მარტოხელა ხართ, სრულიად მოულოდნელად, შეიძლება მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ, რაც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. მატერიალურად არასტაბილური პერიოდია, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან ან ხელფასის დაგვიანებასთან, მაგრამ შეგიძლიათ მეგობრების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ნუ აჩქარდებით - თუ შინაგან შფოთვას გრძნობთ, უბრალოდ შეჩერდით და ცოტა დაისვენეთ.

ქალწული

საყვარელი ადამიანი უამრავ დადებით ემოციას გაჩუქებთ. თუ მეწყვილე ჯერ არ გიპოვიათ, გულს ნუ გაიტეხთ - ეს მალე მოხდება! ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელი ადამიანების აზრს ნუ უგულებელყოფთ - თუ ძვირად ღირებულ ნივთებს ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად შეიძენთ, შესაძლოა, დიდი სკანდალი გამოიწვიოთ.

საქმიან შეხვედრაზე თანამოსაუბრეს სიტყვებს ყურადღებით მოეკიდეთ - ჩვეულებრივ ფრაზებს შორის შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ, რაც გაიძულებთ სიტუაციის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ნამდვილი პროგრესის მიღწევა მხოლოდ განვითარების გზით შეიძლება. ფული მხოლოდ იმ ადამიანებს ასესხეთ, ვისაც კარგად იცნობთ.

თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, იცოდეთ, რომ არასასურველი სიმპტომი, შესაძლოა, ქრონიკული დაავადების გამწვავებაზე მიანიშნებს. საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

სასწორი

ამ დღეს პარტნიორზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღების მცირე გამოვლენაც კი თქვენს დღეს განსაკუთრებულს გახდის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თუ ეჭვიანობას არ დაძლევთ, შესაძლოა, საყვარელი ადამიანი დაკარგოთ.

ჩაფიქრებული გეგმის განხორციელება დღეს ძალიან მარტივი იქნება. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეცადეთ, ეს ხელსაყრელი გარემოება გამოიყენოთ! შეიძლება უახლოეს დღეებში იმაზე მეტი გამოიმუშაოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. იფიქრეთ იმაზე, ფული ყველაზე მომგებიანად როგორ დააბანდოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ. წყალი და მარილი თქვენი ფორმაში შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მორიელი

ამ დღეს ემოციების კონტროლი რთული იქნება, თუმცა ეცადეთ, შეძლოთ. დღეს უჩვეულო ამოცანების გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან!

არსებობს ალბათობა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ხელმძღვანელის ან კოლეგების რისხვა დაიმსახუროთ. სიტუაციის გამოსწორებაში გამჭრიახობა და სიფრთხილე დაგეხმარებათ. გირჩევთ, პირად ცხოვრებაში მოვლენები არ დააჩქაროთ. საყვარელ ადამიანებთან მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ, რათა დღემ მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩაიაროს. სულიერ წონასწორობას გაუფრთხილდით. ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას, რომ წყობიდან გამოგიყვანონ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი პერიოდია, რომელიც თვითრეალიზაციისთვის შეუზღუდავ შესაძლებლობებს გთავაზობთ. გირჩევთ, ინტუიციას უსმინოთ და გულის კარნახით იმოქმედოთ! თუ სხვისი აზრის მოსმენასა და გონივრული კომპრომისის პოვნას შეძლებთ, ურთიერთობებში პრობლემები არ შეგექმნებათ.

საკმაოდ რთული დღეა მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისთვის - არსებობს უპატიოსნო ქცევისა და მანიპულაციის რისკი. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის - სავარაუდოდ, შეძლებთ პარტნიორთან მომგებიანი გარიგება დადოთ.

ამ დღეს ცხიმიან, შემწვარ და მეტისმეტად მარილიან საკვებზე უარი უნდა თქვათ - საჭმლის მომნელებელ სისტემას გაუფრთხილდით.

თხის რქა

ეცადეთ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ და ყურადღება იმაზე გაამახვილოთ, რაც გაერთიანებთ. მოთმინება გეწურებათ და თქვენმა უკმაყოფილებამ შესაძლოა, ნებისმიერ წუთს იფეთქოს! ოჯახურ ბედნიერებას რისკს ნუ შეუქმნით მხოლოდ იმიტომ, რომ სიამაყე კომპრომისზე წასვლაში ხელს გიშლით.

მალე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის დაწყება მოგიწევთ, ამიტომ სანამ შესაძლებლობა გაქვთ, დაისვენეთ, ცხოვრებით დატკბით და ძალები მოიკრიფეთ! მოლაპარაკებები და შეთანხმებების გაფორმება წარმატებას მოგიტანთ, თუმცა ნაადრევად ნუ მოდუნდებით.

ორგანიზმში მაგნიუმის რაოდენობა აუცილებლად აკონტროლეთ.

მერწყული

ბოლოს და ბოლოს, შეხვდებით ადამიანს, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. მთავარია, ახალ ნაცნობებს შორის მისი ამოცნობა შეძლოთ. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, ვნებისა და ეჭვიანობის შეტევები, ჩხუბი და მგზნებარე შერიგებები - დაახლოებით, ასეთი იქნება თქვენი ცხოვრების სცენარი უახლოესი დღეების განმავლობაში.

ამ დღეს შეიძლება მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო ან ძველი პრობლემების მიმართ ახალი მიდგომა იპოვოთ. უფრო ენერგიულად უნდა ეძებოთ სფეროები, სადაც თქვენს ძალას, ინტელექტსა და ფინანსებს გამოიყენებთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ - დღეს თქვენთვის არავის სცალია. სწორი ფსიქოლოგიური განწყობა საშუალებას მოგცემთ, დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ.

თევზები

ურთიერთობებში რომანტიკული პერიოდი მთელი დღე გაგრძელდება. ნაცნობები წვეულებაზე დაგპატიჟებენ, სადაც შეძლებთ ნაცრისფერ ყოველდღიურობას მოსწყდეთ და დაისვენოთ. დაუგდეთ ყური ინტუიციას, მას შეუძლია სწორი მიმართულება გიკარნახოთ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას, თორემ შეიძლება თქვენი ინტუიცია და შრომისუნარიანობა საგრძნობლად შემცირდეს.

საუკეთესო დროა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. დღის რეჟიმი დაგეგმეთ, კომპიუტერთან ან წიგნთან გვიანობამდე ნუ ზიხართ და დილაობით დაღლილობასთან ბრძოლა აღარ მოგიწევთ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ