რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 09.04.2026 11:45

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი არიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები და მათი ოჯახების წევრები.

ცოტა ხნის წინ მემორიალთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ადგილზე ორი უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა - „ნაცებო, ნაცებო". სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება და ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო არიან განლაგებული.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ