11.04.2026 23:09
პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
მისივე თქმით, წმინდა ცეცხლის ტრადიცია IV საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მაცხოვრის საფლავზე ტაძარი აშენდა.
„იმ პერიოდში, როგორც საეკლესია გადმოცემა გვასწავლის, აღდგომის წინა დღეს მღვდელმსახურებმა შენიშნეს ნაპერწკლების სახით ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავზე. აქედან იღებს სათავეს.
რაც შეეხება ქართულ წყაროებს, არ მოგვეპოვება რაიმე წყარო, რომელიც საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამობრძანების ეხება. შესამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა. ჩვენ პირველად 1993 წელს ჩავედით მისი ლოცვა-კურთხევით წმინდა მიწაზე, ეს იყო ივლის-აგვისტოს თვე და მაშინ შევიტყეთ ამ ტრადიციის შესახებ. შემდეგ 1995 წელს უწმინდესმა კვლავ გაგვაგზავნა სამი მონაზონი და მე აღდგომის დღესასწაულზე დასასწრებად. მივიღეთ ცეცხლი, გადავუკიდეთ ჭურჭელში და სანამ გამოვედით ტაძრიდან ეს ჭურჭელი დაიმსხვა ჭყლეტვის გამმო. ვიყიდეთ პატარა მომცრო ჭურჭელი, რომლითაც წამოვიღეთ ცეცხლი თელავივში, მოხდა ისე რომ ცეცხლი ჩაქვრა თვითმფრინავში ასვლის დროს, ჩამოვედით საქართველოში დამწუხრებულები. შემდეგ იმჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დანიელის ინციატივით მისმა უწმინდესობამ მოგვცა კურთხევა, რომ წავსულიყავიით იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულზე. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ ჩამოვაბრძანეთ წმინდა ცეცხლი, ეს იყო ბრწყინვალე ორშაბათს. საპატრიარქოში მივუბრძანეთ უწმინდეს და მოხდა ტაძრებში გადანაწილება. 2002-2003 წლებში პირველად სააღდგომო ლიტანიობას ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოს", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ავტორ(ებ)ი :