12.04.2026 13:03
სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. წირვის დაწყებამდე მან მრევლს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ქვეყანას გამთლიანება უსურვა. ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სევდანარევი არის ჩვენი დღე. პირველი წელი არის, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს. ყოველთვის პატრიარქი გვაიმედებდა - ნურაფრის ნუ გეშინიათო. ჩვენც ამ იმედით ვართ აღვსილები და გვინდა მივულოცოთ ჩვენს სულიერ ძმებს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩვენს სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფ ძალიან ბევრ ქართველს, იმედიანად იყვნენ, რამე თუ დღევანდელი დღე არის სიყვარულის და სიხარულის დღე", - აცხადებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე).
ავტორ(ებ)ი :