მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება 03.05.2026 15:29

 

საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს , -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც არ უნდა დასრულდეს პატრიარქის არჩევის პროცესი, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა.

„ვწყრებით ადამიანებზე, როცა უსამართლოდ გვექცევიან, ცილს გვწამებენ, დღესაც მსგავს რაღაცებს ვხედავთ ჩვენ უწმინდესი კამპანიის დროს, როცა უწმინდესი და უნეტარესი უნდა იქნას არჩეული, საქართველოს ეკლესიის მეთაური. მსგავსი რამ აქაც გვხვდება. რაშია საქმე? ვინ ვართ ჩვენ? საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება ხოლმე. განსხვავებით ყოველივე ამისგან, დღეს 3 საპატრიარქო კანდიდატია, ისინი არ არიან სხვადასხვა პარტიების, სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა ინტერესის სფეროს წარმომადგენლები, ყველა ეკლესიის შვილია, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენი ერთობის განუყოფელი ნაწილი არიან. მოვისმინოთ, დავამკვიდრეთ და საბოლოოდ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, გეტყვით, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა",-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ