გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი 05.05.2026 14:09

გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

 

კონკურსის მიზნებია ვატიკანის არქივებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, გაციფრულება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;

 

ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისადმი ინტერდისციპლინარული და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა;


ახალგაზრდა მეცნიერების შესაძლებლობების განვითარება ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების სფეროში;


კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, ქართული ხელნაწერებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება ეთიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების დაცვით.


დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე:⤵️ https://shorturl.at/VadP1

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
5 მაისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°, მთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლერი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; ზოგან +24°-მდე. მთაში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°, ზოგან +13°-მდე. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. დღისით + 22 ღამით +11 გრადუსი იქნება

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ