ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდა 06.05.2026 16:21

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდა, რომლებიც, უკვე თითქმის ერთი თვეა, სახელმწიფო კანცელარიასთან ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.


„სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ ბავშვთა, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მშობლებს მათი პრობლემის მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული მუშაობა გააცნო და, აპარატის რესურსის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან მედიაციაში დახმარება შესთავაზა, რათა პროცესი ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს. ასევე, ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების საკითხზეც და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაცვას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ