თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა 07.05.2026 09:42

ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ.

 

ჩვენს სახელოვან მებრძოლს გადავეცით ძველ-კოლხური ქამრის ბალთა, რომელიც, გვჯერა, მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება.

 

ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია",- აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ