07.05.2026 15:03
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, გაფართოებული კრება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პატრიარქის არჩევნებში სამი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. სწორედ ამ სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთი გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქი.
ავტორ(ებ)ი :