10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი 09.05.2026 23:04

 

ვერძი

მარტოხელა ვერძს, რომელსაც მეწყვილის პოვნა სურს, დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევს! თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა გარშემომყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს, რაც სასიყვარულო საქმეებში ძალიან დაგეხმარებათ. ამ დღეს მოგიწევთ არა მარტო საკუთარ ვალდებულებებს მიხედოთ, არამედ ახლობლების პრობლემებიც მოაგვაროთ. თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომელთა ქცევა და საუბარიც გაღიზიანებთ. შესაძლოა, თქვენს იდეებს ჯერჯერობით ყველა არ იზიარებს, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება და ოპონენტები თქვენს თანამოაზრეებად იქცევიან. სევდას ნუ მიეცემით - ფულს პერსპექტიული, ოპტიმისტი და იუმორით სავსე ადამიანები უყვარს. კვებისას ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს მოერიდეთ და უპირატესობა ბოსტნეულსა და მარცვლეულს მიანიჭეთ.

კურო

ამ ნიშნის ქალბატონებს ახალი გატაცება ელით. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ გრძნობებში თავშეკავებამ შესაძლოა თაყვანისმცემლის ღირსებებისა და ნაკლოვანებების დანახვაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, თქვენი საქმიდან სიამოვნება მიიღოთ და პარტნიორს ლიდერული თვისებების გამოვლენის საშუალება მისცეთ. დღეს გაგახსენდებათ თქვენი ძველი ინტერესები, რომლებიც, მონდომების შემთხვევაში, შესაძლოა შემოსავლის წყაროდაც იქცეს. ხელსაყრელი დღეა განმარტოებისთვის, თუმცა მაღაზიებში სიარულს და კრედიტების აღებას უნდა მოერიდოთ. საღამოს საათებში ამინდზე დამოკიდებულ კუროებს შეიძლება შაკიკის შეტევა გქონდეთ, რის შემსუბუქებაშიც ცხელი, ლიმონიანი ჩაი დაეხმარება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა საინტერესო იდეა დაგებადოთ, რომელიც მეორე ნახევარს უნდა გაუზიაროთ. ნუ ნერვიულობთ - პარტნიორი თქვენს ნებისმიერ ჩანაფიქრს კეთილგანწყობით შეხვდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ სიტყვებსა და ქმედებებში - ეჭვიანობის ნიადაგზე მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტი. ამ დღეს რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, ამიტომ სიბრძნე და გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოთ. ნუ ენდობით უცხო ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც იოლ ფულს გპირდებათ. უამინდობის გამო მოსალოდნელია სახსრების ტკივილი, რაც რამდენიმე საათს გასტანს.

კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბს ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება, რომელიც მზადაა მისი ნებისმიერი კაპრიზი დააკმაყოფილოს, თუმცა ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ახალი რომანი ახლა კარგს არაფერს მოგიტანთ. ამ დღეს ახლობლების რჩევები ნაკლებად გამოსადეგი იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ - პროვოკაციებისა და ინტრიგებისგან თავის დაცვას მხოლოდ ასე შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ხარჯები ყოველთვის ფინანსურ სირთულეებს იწვევს, ამიტომ ოჯახურ ბიუჯეტს მეტი ყურადღება მიაქციეთ. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა და დასვენების დრო გამონახეთ.

ლომი

დილიდან ყურადღების ცენტრში ხართ, უამრავი ურთიერთობა და საუბარი გელით, თუმცა იმ ადამიანის შეხვედრის შანსი, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ, ძალიან დაბალია. თუ ყოველდღიურობამ დაგღალათ, ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ. ყური დაუგდეთ გამოცდილი და წარმატებული ადამიანების რჩევებს. მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება წარმატებული იქნება, თუმცა ნაადრევად ნუ მოდუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ შუა დღეს დაღლილობა და თავის ტკივილი შეგაწუხებთ, დაგეგმილ საქმეებს მაინც წარმატებით დაასრულებთ.

ქალწული

ახლად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა ისეთი ხანმოკლე იყოს, რომ თქვენს ცხოვრებაში კვალი არ დატოვოს. საჭიროების შემთხვევაში, ბანკიდან იპოთეკის აღებას ხელსაყრელი პირობებით შეძლებთ და მისი დაფარვაც არ გაგიჭირდებათ. მხოლოდ იმიტომ, რომ დამთმობი ხართ, ნუ ცდილობთ ყველას ასიამოვნოთ. ამ დღეს შეიძლება მოგიწიოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არ მოგწონთ და გაღიზიანებთ. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურებსა და ნივთების კრედიტით შეძენას. ენერგია გონივრულად გაანაწილეთ, რომ ზედმეტად არ გადაიღალოთ და ხშირად დაისვენეთ.

სასწორი

მეორე ნახევარი პაემანზე დაპატიჟეთ, სიურპრიზი მოუწყვეთ და თქვენი გრძნობა ახალი ძალით აგიზგიზდება. საუკეთესო დღეა ძვირად ღირებული შენაძენებისა და ნივთების გაცვლისთვის. სირთულეები ნუ შეგაშინებთ - ახლობლები თქვენი ფინანსური პრობლემების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. პროფესიული კუთხით ნაყოფიერი დღეა - ხელმძღვანელობა თქვენს შრომას დააფასებს და შესაძლოა პრემიითაც დაგაჯილდოოთ. თქვენი ხელგაშლილობა მოულოდნელ შედეგს გამოიღებს და ძალიან კმაყოფილი დარჩებით. მავნე ჩვევის დაძლევა რთულია, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ! გაიმეორეთ: "ჩემი ნებისყოფა ყველაფერს ეყოფა" და შედეგს მალე ნახავთ.

მორიელი

დილიდან კრიტიკულ განწყობაზე ხართ, თუმცა უკმაყოფილება საყვარელ ადამიანთან შეხვედრისთანავე გაქრება. მოვლენებით დატვირთული დღეა. განსაკუთრებული ყურადღება სახლის უსაფრთხოებას დაუთმეთ. ნებისმიერი საქმე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, ჩვეულებრივზე ადვილად გამოგივათ. თქვენი დღევანდელი პრობლემები ძირითადად ფინანსურ ხარჯებს ან დაგვიანებულ შემოსავლებს უკავშირდება. მოსალოდნელია ცვლილებები სამსახურებრივ ან სოციალურ სტატუსში. ჭამის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ - ზედმეტად ცხარე ან ცხმიანმა კერძებმა შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები დაგროვდა და დღეს მათი გამწვავების რისკი არსებობს. ამის თავიდან ასაცილებლად სიმშვიდე და კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოთ. დაოჯახებულ მშვილდოსნებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზრუნავი ელით. სამსახურში ახალ პროექტს და უფლებამოსილებებს მოგანიჭებენ. ეცადეთ, შემოსული ინფორმაცია კარგად შეისწავლოთ, რომ ნამდვილისა და ყალბის ერთმანეთისგან გარჩევა შეძლოთ და ქაოსი თავიდან აიცილოთ. ფორტუნა ფინანსურ წარმატებას გპირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ საყიდლებზე თამამად წახვიდეთ. სტრესისგან დაღწევასა და ენერგიის აღდგენაში რაიმე მშვიდი ჰობი (მაგალითად, ქსოვა) დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს ვარსკვლავები ძველი კონფლიქტების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ სიბრძნე გამოიჩინოთ და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოთ. უარი თქვით ხალხმრავალ შეკრებებზე და თავისუფალი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. შესაძლოა, ამ დღეს საბუთების გაფორმებისას შეცდომები დაუშვათ. მომსახურების სფეროში დასაქმებულებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წუთს გიღალატოთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. ზოგიერთი თხის რქა სტრესის მოხსნას ალკოჰოლით ეცდება, თუმცა ჰოროსკოპი გკარნახობთ, რომ ეს საუკეთესო აზრი არ არის.

მერწყული

ამ დღეს ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ. მზად იყავით სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, რაც სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს. ასევე მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. თქვენს განწყობას ახალი პრობლემები დაჩრდილავს, თუმცა საბედნიეროდ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ტვირთის ზიდვაში დაგეხმარებიან.

თევზები

მომავალი კვირის დასაწყისში უამრავი საინტერესო ღონისძიება გელით. შესაძლოა ამ დღეს ძველმა კომპლექსებმა თავი იჩინოს, რაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს შეგიშლით. ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ, რადგან ოჯახის წევრები ყურადღებას გიფანტავენ. თავდაუზოგავმა შრომამ შესაძლოა გუნდში თქვენი ავტორიტეტი გაზარდოს, თუმცა კარიერულ წინსვლამდე ჯერ დიდი გზა გაქვთ გასავლელი. ამინდის ცვალებადობის გამო, საღამოს მოსალოდნელია შაკიკი და არტერიული წნევის რყევა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ