მარიზი კობახიძე შიო III-ზე: არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას პატრიარქად 12.05.2026 18:28

ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს არ აღიარებს.

როგორც კობახიძემ "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, შიო III-ს "უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს", ვიდრე მომხრე და თავადაც პატრიარქის მოწინააღმდეგეთა რიგებშია.

"მოსაყდრე შიოს შეიძლება ჰყავდა ამომრჩეველი თავიანთ ხალხში, მაგრამ, ქვეყანაში მაგას უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მომხრე. ერთ-ერთი მე ვარ მათ [პატრიარქის მოწინააღმდეგეებს] შორის, რომ არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგონია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას ჩემთვის რა თქმა უნდა, პატრიარქად," [სტილი დაცულია] - განაცხადა მარიზი კობახიძემ. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ