ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა 15.05.2026 10:01

 

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ბულგარეთი, უკრაინა, ნორვეგია, ავსტრალია, რუმინეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, დანია და ჩეხეთი.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა - პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის" ქვეყნები: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.

საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები" სიმღერით On Replay.

16 მაისს ევროვიზია 2026-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ