16.05.2026 14:15
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. აღსანიშნავია, რომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :