16.05.2026 16:47
საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.
„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა
წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით.
ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/watch/?ref=embed_video&v=1481110419560987
ავტორ(ებ)ი :