17.05.2026 10:48
1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან და 12 წლიანი ტრადიცია - დღეს საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს.
ეს პირველი 17 მაისია დღევანდელი დღის დამფუძნებლის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და პირველი 17 მაისი ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის წინამძღოლობით.
141-ე პატრიარქის საქმეს, 142-ე განაგრძობს. 10 საათი და 10 დიდი ქალაქი - საყოველთაო შეკრება, რომელსაც სახალხო რეფერენდუმი არაერთხელ ეწოდა მთელს საქართველოში ერთდროულად დაიწყება.
ქართველი ხალხი ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. ადგილზე მისულ მრევლს კი, პატრიარქი შიო მესამე დალოცავს. უწმინდესი და უნეტარესი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველ წირვას ჩაატარებს. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები დაესწრებიან.
სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი დილიდან დაიწყო, რომელიც იქნება ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ეპიცენტრი. ადგილზე კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამე უკვე მივიდა.
როგორც სასულიერო პირები ამბობენ, წელსაც ისევე, როგორც გასული წლების შემთხვევაში, მრევლმა ერთიანობა და ერთსულოვნება მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა. ეს იქნება ერთობლივი წირვა, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ჩამოსული მაღალი რანგის მღვდელმსახურები ქართველ სასულიერო პირებთან ერთად აღავლენენ ერთობლივ წირვას.
ავტორ(ებ)ი :