17.05.2026 12:03
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პატრიარქის რანგში მის პირველ მსახურებას აღავლენს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მივიდნენ.
სამების ტაძარში შვილებთან ერთად მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
საქართველო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს, სწორედ ამ დღეს დაემთხვა სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის, შიო მესამის პირველი საკვირაო წირვაც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები ესწრებიან.
ავტორ(ებ)ი :