მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე 17.05.2026 15:30

 

მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილებს.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს გადარჩენის საწინდარი.

„თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება, ღმერთმა დაიფაროს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ, ჩვენ ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას.

მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი. ასევე ღვთის წყალობის", - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ