18.05.2026 20:53
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
მიხეილ ყაველაშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
11 იდენტიფიცირებული პირიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძლავენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
პანაშვიდი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1 900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ავტორ(ებ)ი :