20 მაისს, ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს 19.05.2026 22:53

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 20 მაისს,14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს, პატრიარქი ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.

17:00 საათზე კი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო III ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს:

"ხვალ, 20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.

ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ