ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა 22.05.2026 18:53

 

ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე, უმოკლეს ვადაში, 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით, გამოცემა "აზერ ნიუსი" ავრცელებს.

ცნობილია, რომ ახალ რეისზე ბაქოში 400-ზე მეტი, თბილისში კი 500-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. მაღალი მოთხოვნის გამო, სარკინიგზო კომპანიამ ბაქოდან გამსვლელ პირველ მატარებელს ვაგონი დაამატა.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე პირველი რეისი ბაქოდან 25 მაისს, თბილისიდან კი 26 მაისს იგეგმება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ