ცოფზე დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება 23.05.2026 12:30

 

ცოფზე დაკვირვების მიზნით 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი.

სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას.

8 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში ცოფით ინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი გადაიყვანეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ