მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება 23.05.2026 13:52

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას.

სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების ნიშნები პირველად გაზაფხულზე შენიშნეს, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაუარესებულია.

როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინაკვერკვეს სასაფლაოზე განვითარებული მეწყრული პროცესების აღმოსაფხვრელად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს.

სამუშაოების სწორად განსახორციელებლად მოწვეული იყვნენ გეოლოგები და მათი დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოები დაიწყება,- აცხადებენ მერიაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ