24.05.2026 09:49
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა მოციქულთა სწორნი, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართლის სამეფო ტახტზე მე-4 საუკუნეში მეფობდნენ. დედოფალი ნანა პონტოელი მთავარსარდლის ასული იყო. მეფე მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს. ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც სმენოდა. ასევე გაგებული ქონდა წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი დამარცხების ამბავი.
მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით მეფე-დედოფალი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ. მათი მეფობის ჟამს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.
მცხეთაში წმინდა ნინოს მეშვეობით მოძიებულ, უფლის კვართის ადგილას მეფე-დედოფლის მეშვეობით სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი აიგო. წმინდა მეფე მირიანი და წმინდა დედოფალი ნანა მცხეთაში, სამთავროს ეკლესიაში არიან დაკრძალული.
წმინდა მეფისა და დედოფლის ხსენების დღე გარდამავალია, რადგან საეკლესიო კალენდრით მათ აღდგომიდან მე-7 კვირას მოიხსენიებენ.
ავტორ(ებ)ი :