საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო 26.05.2026 19:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების საგამოფენო სივრცეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციურ პროექტებს გაეცნო.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
 
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნება; მათ შორისაა - შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო-გასართობი აქტივობები. ტერიტორიაზე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა.

საზეიმო ღონისძიებებს გალაკონცერტი დაასრულებს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ