"მიწასა ზედა ზეცისა" - "Ars Georgica"-შიახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა გაიხსნება 27.05.2026 14:33

28 მაისს, 18:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეში "Ars Georgica" გაიხსნება თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ჯგუფური გამოფენა - "მიწასა ზედა ზეცისა".

გამოფენა ეძღვნება საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს და აერთიანებს ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრული ფორმით ქრისტიანულ თემატიკას ეხმიანებიან. ექსპოზიცია წარმოადგენს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურისა და სულიერი ფასეულობების თანამედროვე, ახალგაზრდული ხედვით გააზრების მცდელობას.

ღონისძიების ფარგლებში, 18:30 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ მიქაძე გამართავს მოკლე ლექციას თემაზე - „რელიგიურ თემათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში".

მოხსენება განკუთვნილია როგორც გამოფენის მონაწილე მოსწავლეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისათვის.

 

გამოფენა გაიმართება მისამართზე: ათონელის ქ. 9/6. დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ!

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ