1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა 31.05.2026 23:26

 

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.

1950 წლიდან ეს დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 

ეს დღე, საქართველოში,  საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1950 წელს, პირველად  ოფიციალურად აღინიშვნა.

1994 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას, რამაც ამ დღეს უფრო ღრმა სამართლებრივი დატვირთვა მისცა.

2020 წელს ძალაში შევიდა საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბავშვების დაცვის მექანიზმებს 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ