მესტიის მოსახლეობის 70% სოცდაუცველთა ბაზაშია - ისინი დენის ტარიფის სუბსიდიას მიიღებენ 01.06.2026 21:10

 

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, რის შემდეგაც ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია კვლავ იქნება უფასო იქნება, თუმცა საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, დენის ტარიფის გადახდა მოუწევთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზის თანახმად, 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 6,960 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 70%-ია.

„კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილების გამო ძალიან მადლობელი ვარ. ადგილობრივებს ექნებათ ლიმიტი, რომელსაც გადავუხდით, მაგრამ იმ ზღვარს ზემოთ უკვე გადასახადი დაინიშნება. ეს წესი ყველასთვის იმოქმედებს, თუმცა სოციალურად დაუცველებისთვის [ბაზისური მოხმარება] მუდმივად უფასო იქნება. გასაგებია, რომ მოხმარების მიხედვით მოხდება დათვლა და გადამეტებულ მოხმარებაზე მოსახლეობა თანხას უკვე თავად გადაიხდის", - განაცხადა მესტიის მერმა.

მთავრობამ მესტიის მუნიციპალიტეტში „უკანონო კრიპტომაინინგის" წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა. მდინარაძის თქმით, „მესტიაში უკანონო კრიპტო მაინინგის გამო, ქვეყანაში თითოეული აბონენტი დენის საფასურის გადახდისას დამატებით, 1.5 ლარს იხდის"

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ