ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა 06.06.2026 15:04

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას უწყების ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.


როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესების დაცვაა და თითოეული გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

 

სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დიუშენის დისტროფიის მქონე პაციენტების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.

 

როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრები გაგრძელდება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ