პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს 07.06.2026 09:50

 

7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ