11.06.2026 09:18
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო. ვინაიდან ხანგრძლივი სამუშაოებია საჭირო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაეწყო, რათა უზრუნველყოს გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.
პარალელურად, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და უახლოეს პერიოდში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება.
ავტორ(ებ)ი :