საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 13.06.2026 15:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მეხანძრე-მაშველები სტიქიის დროს დაღუპული კოლეგის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანშიც იმყოფებოდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ვერეს ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო სამუშაოებს ასრულებდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ