სტუდფესტის" ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება - თბილისის მერია 13.06.2026 18:20

 

"სტუდფესტი 2026-ის" ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 09:30-დან 12:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-დან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მის გადამკვეთ ქუჩებზე.

თამარაშვილის გამზირიდან და წყნეთის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები შეზღუდვის შემოვლას შეძლებენ არჩილ მიშველაძის, ილო მოსაშვილისა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები - ლადო კავსაძის, ზაქარია ფალიაშვილისა და არჩილ მიშველაძის ქუჩების გამოყენებით.

ეროვნული სასახლის წინ შეზღუდული საგზაო მონაკვეთის შემოვლას თავისუფლების მოედნიდან მიმავალი ავტომობილები შეძლებენ ლადო გუდიაშვილის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ გია ჭანტურიას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების საშუალებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, წყნეთის გზატკეცილიდან ვაკის დანარჩენი ქუჩებისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები, დროებით საბურთალოს მიმართულებით გადაეწყობიან. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და უკუმიმართულებითაც ანალოგიურად იმოძრავებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოიყენებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედანს და საბურთალოს მარშრუტს, რათა იმოძრაონ კუს ტბის მიმართულებით; გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპის მოედნის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდება ბარათაშვილის ქუჩაზე. ასევე, ტაბახმელის, კოჯრის, კიკეთის, წავკისის, შინდისის, ოქროყანის მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ამაღლების ქუჩის N11-მდე მოემსახურება.

გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ