14.06.2026 10:30
თბილისში სტუდენტური ფესტივალი 2026-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიებისთვის ემზადებიან.
ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ღონისძიებების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.
სტუდენტური ფესტივალი 1 მაისს გაიხსნა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი და შეჯიბრი მოეწყო.
ავტორ(ებ)ი :