ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს 14.06.2026 20:53

 

ილია თოფურია ისტორიული ბრძოლისთვის ემზადება. სპორტსმენმა რამდენიმე წუთის წინ პოსტი გამოაქვეყნა და ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ღმერთო, გმადლობ ყველაფრისთვის. გმადლობ ყოველი განცდილი მომენტისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანე - ისეთ ადგილებამდე, რომლებიც ჩემს ადამიანურ გონებას ვერც კი წარმოედგინა. ჩემი რწმენა ყოველთვის შენში იქნება და კიდევ ერთხელ, დიდება შენ. 8-0 - პირველ რაუნდში გამარჯვება"

 

 

ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლას უმასპინძლებს. შტატები UFC Freedom 250-ისთვის მზადაა.
ორთაბრძოლის ორგანიზებაში პირადად არის ჩართული ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოვლენის ცენტრში ქართველი მებრძოლი - ილია თოფურიაა. სწორედ UFC-ის ქართველი ვარსკვლავი გამართავს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მთავარ ბრძოლას.

თუ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, ეს მის კარიერაში კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა იქნება. დაუმარცხებელი ქართველი ჩემპიონი პირველად დაიცავს მსუბუქი წონის ქამარს და კარიერაში 18 გამარჯვებით კიდევ უფრო მიუახლოვდება იმ სტატუსს, რომელსაც დღეს UFC-ის უდიდესი ლეგენდები ატარებენ. 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ