15.06.2026 13:55
რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება Tbilisi Open Air 2026 წელს 4 და 5 ივლისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში გაიმართება.
თიბისი, Tbilisi Open Air-ის დაარსების დღიდან მისი მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად ქართულ მუსიკალურ სცენას ავითარებს. თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი თაობის მრავალმხრივი მიზნების განხორციელებაში ხელშეწყობა, მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერაა.
Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ფესტივალის სცენაზე 1000-ზე მეტი შემსრულებელი წარდგა. სხვადასხვა წლებში Open Air-მა უმასპინძლა მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯგუფებს, მათ შორის: ALT J, Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza და Roman Flugel.
ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებსაც. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Tape Visitors ჯგუფი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სწორედ Open Air-ის სცენიდან გაიცნო. წელს ისინი კიდევ ერთხელ დაუკრავენ ქართველი მსმენელისთვის, რის შემდეგაც მადრიდის საერთაშორისო ფესტივალ Mad Cool-ზე წარდგებიან. ბილეთების შესაძენად გადადი ბმულზე.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. სწორედ ამ ხედვას ეხმიანება Tbilisi Open Air, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც მუსიკის მოყვარულებსა და არტისტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხელს უწყობს ქართული და საერთაშორისო მუსიკალური კულტურის განვითარებას და ყოველწლიურად დაუვიწყარ საფესტივალო გამოცდილებას ქმნის.
(R)
ავტორ(ებ)ი :