გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა 15.06.2026 19:37

 

რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა პედაგოგების გამოცდებზე და რა მოლოდინი აქვს განათლების სამინისტროს - ამ საკითხებზე „დღის ქრონიკაში" განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო პედაგოგების გამოცდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„წელს პედაგოგების გამოცდებზე გამონაკლისი გვაქვს ის, რომ თუ ადრე ერთ საგანში შეეძლოთ ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება, ახლა უკვე რამდენიმე საგნის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ.

წელს, რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა, ესენი არიან როგორც მოქმედი პედაგოგები, ასევე პედაგოგობის მსურველი პირები. ეს პროცესი იქნება სრულიად ღია და გამჭვირვალე. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოცდებამდე გაევლოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი გადამზადება. ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ კარგი შედეგები გვექნება", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ