16.06.2026 19:32
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის, „პატრიარქი ილია II"-ის დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.
ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას და მიზნად ისახავს, საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი სულიერი, საზოგადოებრივი და ეროვნული მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა „პატრიარქი ილია II" საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2026 წლის 23 აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :