ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე 17.06.2026 12:12

 

ჩვენი პოზიცია არ იცვლება. ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის ვიყავით მზად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ცალმხრივად მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" მზადაა ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით.

„ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს, პირიქით მოხდა. აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს. შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი დაიძრას და განახლდეს. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ არა მხოლოდ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები და არგუმენტები გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღება და სამომავლოდ, რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროკავშირთან ამ კანონის ფონზე. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით დისკუსია და მსჯელობა გავმართოთ. დათმობებზე არ არის საუბარი, საუბარია დისკუსიაზე, დიალოგზე ნებისმიერი კანონის ირგვლივ, გამჭვირვალობის იქნება თუ სხვა. სად წაიკითხეთ, რომ დათმობებზეა საუბარი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე?", - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადა: „ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ