19.06.2026 18:11
2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 4 საპროექტო განაცხადი.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 4 პროექტი.
კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2016 წლის 16 აპრილის №55/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების" მე-12 მუხლით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 19 ივნისის N 763263 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შეფასებების ნახვა შეეძლებათ 2026 წლის 24 ივნისიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
ავტორ(ებ)ი :