მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება 27.06.2026 18:08

 

თიბისის მობაილბანკში წლის ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იწყება. სულ მალე, ,,საგანძურის მარათონის" მონაწილეები საგვარეულოებად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და პრიზების მოსაგებად, საერთო მიზნისთვის გაერთიანდებიან. 

,,საგანძურის მარათონი'' საინტერესო ისტორიას ეფუძნება, სადაც მოთამაშეები ოთხ დიდ საგვარეულოდ განაწილდებიან და სამეფოში გაბნეული საგანძურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თამაშში გუნდურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სწორედ საერთო ძალისხმევა გადაწყვეტს ფინალისტების ვინაობას. გუნდებში მოთამაშეების გასანაწილებლად, მომხმარებლები სპეციალურად მარათონისთვის შედგენილ ქვიზს შეავსებენ, რომელიც მათ ფინანსური ქცევებს გამოავლენს და შესაბამის საგვარეულოში გაანაწილებს.  

თიბისის მობაილბანკი, თამაშის მონაწილეებს, ყოველდღიური და ყოველთვიური მისიების შესრულებას, მონეტების დაგროვებას და სრულიად ახალ ციფრულ გამოცდილებას შესთავაზებს. ყოველი დღის, კვირისა და თვის ბოლოს ოთხი საგვარეულოს თითო მედროშე დასაჩუქრდება. მთავარი პრიზისთვის ბრძოლას კი, მხოლოდ ფინალში გადასული საგვარეულოს წევრები შეძლებენ.  

მარათონის მიზანი ამჯერადაც უცვლელია. შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება და კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი მომხმარებლებისთვის. 

თამაშის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/treasure-marathon

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ