01.07.2026 18:27
პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა - ინფორმაციასა და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და წერს:
"კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ - ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, მასწავლებლები, მშობლები და მათ სულიერ საკითხებზე ესაუბრა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის, მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა" | ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ავტორ(ებ)ი :