01.07.2026 19:54
ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოში ოფიციალური მიღება იმართება. საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით საელჩოს ეზოში ვერტმფრენი, სამხედრო ტექნიკა და ამერიკული მანქანები გამოიფინა.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის, ოპოზიციის, თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები მივიდნენ.
ავტორ(ებ)ი :