საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გამოსვლის უფლების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
თავისუფალი პროგრამა 24 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ამ გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ისტორიაში პირველად მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge