2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ.
ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშეს ლუკა გაგნიძემ და საბა საზონოვმა. თამაში მოსალოდნელი სცენარით დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად განვითარდა.
ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა – გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი მოქმედების შემდეგ დამატებაზე ყველას დავით ვოლკოვმა დაასწრო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.
ამის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გოლი საკუთარ კარში მიიღეს – მონღოლებმა მეკარე ლორიას პასი ჩაჭრეს, შეტევა სწრაფად გაითამაშეს და ბატბოლდმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
საქართველოს ნაკრებს მე-40 წუთზე დაწინაურება შეეძლოთ, როდესაც გოჩოლეიშვილის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჩაკვეტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ ორ წუთში დუბლი შეასრულა – განსაკუთრებით ეფექტური მეორე გოლი იყო, როდესაც მეკარეს ბურთი ფეხებსშუა გაუძვრინა.
მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და სანიოლმა სადებიუტო თამაშის საშუალება მისცა 17 წლის გაბრიელ სიგუასა და მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, რომლის მოედანზე გამოყვანასაც არ გეგმავდა.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე : დაამარცხა და ნორვეგიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge