18.11.2025 23:33
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდელ მორაგბეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ჩეხეთი 26:7 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს, თავი ლუკა ტაბატაძემ, ლუკა წიკლაურმა, ლუკა ჭაკუამ და გოგა უშვერიძემ გამოიჩინეს, რომელთაგან სამი ზუსტად გარდასახეს (ლევან ბუცხრიკიძე – 2, ლუკა ჭაკუა).
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანელებმა ნიდერლანდების ნაკრები 52:0 დაამარცხეს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ფინალში 22 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მეშვიდედ შეეცდებიან.
ავტორ(ებ)ი :