05.02.2026 10:10
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონსა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი იასპარეზებს.
ავტორ(ებ)ი :