ვილი სანიოლი - სამმცველიანი ტაქტიკით გუნდი უფრო სტაბილურია და ივნისშიც ასე ვითამაშებთ, მამაგეიშვილს მომავალშიც გამოვიძახებთ 29.03.2026 22:44

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლიეტუვასთან კაუნასში მოგებული (2:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდი სამმცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება.

„შემოდგომაზე ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლა თუ გვინდა, თამაში ყველა რგოლში უნდა გავაუმჯობესოთ. სწორედ ამისთვის ტარდება ამხანაგური თამაშები. მეორე ტაიმში მომეწონა კვარაცხელიას თამაში, რომელიც ნამდვილი ლიდერივით იქცეოდა.

ხვიჩამ, მიქაუტაძემ და ევროპის ძლიერ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებმა შესვენების შემდეგ ინიციატივა აიღეს და გუნდი გააერთიანეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნაკრებში კარგი ატმოსფეროა.

გიზო მამაგეიშვილმა ორივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, რასაც დიდი ფიზიკური მონაცემები სჭირდება, ეს იმ დროს, როდესაც „შტურმში" ბევრს არ ათამაშებენ. ვიცი, მარჯვენა ფლანგზე თამაში მისთვის ოპტიმალური პოზიცია არ არის. თუმცა მჯერა, ამ როლში გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. კარგი ტექნიკა აქვს, საიმედოა და ბევრს მოძრაობს, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება.

გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებულმა თამაშებმა მაჩვენა, რომ ოთხმცველიანი ტაქტიკით სათამაშოდ მზად არ ვიყავით. ასე  რომ, ახალი ფეხბურთელებით ძველ სისტემას დავუბრუნდით, ამ ტაქტიკით გუნდი უფრო სტაბილურია, ამიტომ ივნისშიც ასე ვითამაშებთ".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ